22.11.2024

პოდოლიაკი რუსეთს “სააღდგომო ზავის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს

უკრაინის მხრიდან მომლაპარაკებელი და პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მოსკოვს მოუწოდებს დღეს “ნამდვილ სააღდგომო ზავს” დასთანხმდეს. ამის შესახებ პოდოლიაკი საკუთარ ტვიტერ გვერდზე წერს.

„რუსეთი მუდმივად უტევს მარიუპოლის “აზოვსტალს”. ადგილი, სადაც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები იმყოფებიან, მძიმე საჰაერო ბომბების, საარტილერიო ცეცხლის და თავდასხმისთვის ძალების და აღჭურვილობის ინტენსიური კონცენტრაციის ქვეშაა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მან მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გახსნას ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და შეთანხმდნენ „მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდს“, რათა ხელი შეუწყონ სამხედროებისა და სამოქალაქო პირების გაცვლას.

“მე ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იფიქროს რეპუტაციის ნარჩენებზე. ამისთვის საჭიროა მხოლოდ სამი ნაბიჯი: პირველი, გამოაცხადეთ ნამდვილი სააღდგომო ზავი მარიუპოლზე. მეორე, დაუყოვნებლივ უზრუნველყავით ჰუმანიტარული დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და მესამე, შევთანხმდეთ მოლაპარაკებების სპეციალურ რაუნდზეს, რათა ჩვენ შევძლოთ ჯარისკაცების გაცვლა” – წერს პოდოლიაკი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img