აღმოსავლეთში უკრაინის არმია ელოდება მძლავრ საბრძოლო შეტაკებებს რუსულ ძალებთან, როგორც დონბასში, ასევე, ხარკოვში, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიახაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დონბასი რუსეთის შეტევის საკვანძო ზონად იქცა.
„ზოგადად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა მათი ყურება: ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იტყუებიან, მანამდე ამბობდნენ, რომ უკრაინას სამ დღეში აიღებდნენ, მაქსიმუმ ხუთ დღეში. სამწუხაროდ, უფრო ძლიერი სამხედრო შეტაკებები გვექნება ქვეყნის აღმოსავლეთში, არა მხოლოდ დონბასში, არამედ ხარკოვში და ხარკოვის მიმართულებით“, – განაცხადა პოდოლიაკმა.