23.11.2024

პოდოლიაკი – უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, მომლაპარაკებლებს შორის კონტაქტი ყოველდღიურად მიმდინარეობს. როგორც მან „ბიბისისთან“  განაცხადა, უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ წავა.

„ვირტუალური მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. ბევრი სადავო საკითხია, რადგან პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების ფუნდამენტური გარანტიების შესახებ, ანუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. ონლაინრეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებებში ბევრი საკონსულტაციო ჯგუფია ჩართული.

პოლიტიკური მრჩევლები აქტიურად მუშაობენ საკონსულტაციო რეჟიმში. გარდა ამისა, არის იურიდიული ჯგუფები, რომლებმაც ყველაფერი უნდა გადაამოწმონ. ასევე არსებობს საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც აანალიზებენ იმას, როგორ აღიქვამს ამას უკრაინული საზოგადოება“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, დელეგაციებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ არ განიხილონ „სამშვიდობო დოკუმენტის“ განვითარება იქამდე, ვიდრე მხარეები არ შეთანხმდებიან იმ კომპრომისულ პოზიციაზე, რომლის გასაჯაროებაც შესაძლებელია. თუმცა, „რუსულ მხარეს ხშირად გამოაქვს ღიად საკუთარი ამბები“, რათა უკრაინულ მხარეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინოს და უკრაინულ საზოგადოებაში კონფლიქტი გამოიწვიოს.

„არის რუსეთის ფედერაციის პოზიცია – ეს არის პროპაგანდა, მათ თავი ჩაიგდეს ილუზიაში იმაზე, თუ როგორ არის სამყარო აგებული. არის უკრაინული პოზიცია, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჯაროდ გამოთქვა: ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის მთავარი ღირებულებებია. წერტილი. რაც შეეხება თავად მოლაპარაკების პროცესს, ეს მიმდინარეობს იმისთვის, რომ გავიგოთ, სად და რამდენად შევთანხმდებით. თუ ვერ შევთანხმდებით, ვიტყვით. უკრაინა დათმობებზე არ მიდის, რადგან ეს არის ჩვენი თავისუფლება და მთლიანობა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა გამოცემასთან აღნიშნა, რომ არ იცის, რისთვის არის რუსეთის ფედერაცია მზად. მისი თქმით, რუსებს ცუდად ესმით თანამედროვე სამყარო და უკრაინა, ომამდე „სუსტი ანალიტიკის“ გამო, ისინი საბედისწერო შეცდომებს უშვებდნენ“, რადგან არასწორად შეაფასეს, როგორც საკუთარი, ისე უკრაინის რესურსები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img