22.11.2024

პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც გერმანული ჰოსპიტალის ექიმმა, ნანა ჩხიკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„კლინიკაში შემოყვანილია 46 წლის მამაკაცი, მას სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, აქვს ტრავმული შოკი, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, სხივისა და იდაყვის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მისი ზოგადი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img