25.11.2024

პრემია “ლიტერას” ჟიური მეოთხე წევრმაც დატოვა და მხოლოდ სამინისტროს მიერ დანიშნული ერთი წევრი დარჩა

პრემია “ლიტერას” ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული მე-5 წევრი დარჩა, შემადგენლობა მეოთხე წევრმაც, ბელა წიფურიამაც დატოვა. მისი თქმით, პრობლემაა უნდობლობის ერთიან ვითარებაში და არა ჟიურის ერთ კონკრეტულ წევრში. 

“წლევანდელი კონკურსის მიმდინარეობაზე, დაწყებაზეც კი გავლენა მოახდინა იმ საერთო სიტუაციამ, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში დღეს – ქართული საზოგადოების უნდობლობა სახელისუფლებო პროცესებისადმი. გაჩნდა განცდა იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვადასხვა სფერო და მათ შორის, ლიტერატურის სფეროც”, – ამბობს წიფურია “ფორმულასთან”. 

მისივე თქმით, წლევანდელი კონკურსი ამ სახით აღარ ჩატარდება, რადგან რესურსი ნაკლებია:

“იმედი მაქვს, კონკურსი უახლოეს თვეებში უფრო პლურალისტურ გარემოში ჩატარდება”. 

მანამდე, ლიტერატურული კონკურსი ჟიურის წევრებმა ოქტაი ქაზუმოვმა, რეზო თაბუკაშვილმა და ლელა კოდალაშვილმაც დატოვეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img