25.11.2024

პრემიერი – აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები

სააკაშვილის ერთ-ერთი ჯალათი, მეგის ქარდავა რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში. პირველ ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს, ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს დიდი ხნით, კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ ციხეში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, თავისუფლების მოედანზე პარტიის საარჩევნო შეკრებაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აუცილებელია საუბარი მომავალზე, თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს წარსული.

„ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა, წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ძალიან კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები – სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა. ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა, დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები – ახალაია, მერაბიშვილი უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები.

სააკაშვილის ერთ-ერთი ჯალათი, მეგის ქარდავა რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში. პირველ ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს, ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ სააკაშვილს დიდი ხნით, კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ ციხეში. ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართმლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვას და შეურაცხყოფას.

აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშილის სიტყვები, რომ საქართვლოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს, როგორი დანაშაულებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი კონკრეტულ პირებს, ჩვენ მას მოვექცევით არა ისე, როგორც თავად იმსახურებენ, არამედ როგორც ამას ჩვენი ქვეყანა და თქვენ, ხალხი იმსახურებთ. ჩვენ მას არ მოვექეცით და არ მოვექცევით, როგორც მტრებს, როგორც თავად ექცეოდნენ წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს, ჩვენ მათ ჩვენი ღირსებით, მაგრამ მკაცრად და სამართლიანად ვაგებინებთ პასუხს. დაე, ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლიანი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img