25.11.2024

პრემიერი – გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

„ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს 1-2 ლარი. ამიტომ არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img