პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მუშაობაში გაერკვევა.
„სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი მაქვს, ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.