“გადადგეს მკვლელი მთავრობა”. – ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია „ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სატელევიზიო კომენტარით დაიწყო, რომელიც 5 ივლისს, მასზე განხორციელებულ ძალადობას ეხებოდა. პარლამენტთან დამონტაჟებულ ეკრანზე ასევე ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებს აჩვენებენ.
ადგილზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. ისინი ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა გადაიკეტა