14.11.2024

პრესის თავისუფლების ჯგუფები ითხოვენ, ისრაელმა  „ალ ჯაზირას“ ორ ჟურნალისტს სამედიცინო ევაკუაციის ნებართვა მისცეს

ჟურნალისტები ალი ალ-ატარი და ფადი ალ-ვაჰიდი, რომლებიც “ალ ჯაზირასთვის” მუშაობდნენ სერიოზულად დაშავდნენ ღაზაში და სასწრაფოდ საჭიროებენ ევაკუაციას მათი სიცოცხლის გადასარჩენად. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), პრესის თავისუფლების ორგანიზაციამ (FPU) და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) მიმართეს ისრაელის სამხედრო უწყებას, რომელიც ჰუმანიტარულ კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი (COGAT)-ნებართვა გასცეს ჟურნალისტების სამედიცინო ევაკუაციისთვის.

CPJ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები  ცდილობენ, ცხელი წერტილიდან გამოიყვანონ  ალი ალ-ატარი და ფადი ალ-ვაჰიდი, რომლებიც „ალ ჯაზირას“ კამერაზე მუშაობენ და დროულად მიიღონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება.

„ისრაელის სამხედრო ძალების მოვალეობაა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები, და უზრუნველყოს დაშავებულთა დროული სამედიცინო დახმარება, ჟურნალისტების მიზანში ამოღება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში. პატივისცემით გთხოვთ, მიიღოთ დაუყოვნებელი ზომები საჭირო ნებართვების გასაცემად, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ევაკუაცია.“ – წერენ პრესის თავისუფლების ორგანიზაციები ღია წერილში.

ფოტო CPJ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img