საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ეთანხმება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!”,-წერს ზურაბიშვილი.
პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიასა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.