იმისათვის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, მნიშვნელოვანია შედგეს კონსენსუსის პლატფორმა, სადაც ერთობლივად გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს ამ საუბრების შემდეგი ეტაპი, უცხოელებთან ერთად თუ ქართული – გარედან, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა და მონდომება, არ აქვთ ამ პროცესის შიგნიდან გაგება, რომ მართონ მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებთან საახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია და ამისთვის აუცილებელია დაიწყოს ერთმანეთთან საუბარი.
„დღეს ყველა არის პოლარიზებული – ყველა დარგი, სექტორი, საზოგადოება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა ვიყოთ ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე, დაიწყება კონსულტაციები, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით და ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რომ საზოგადოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული, კონსულტაციების შინაარსი გაიგოს. ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე სახის წინაპირობა. მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობები, ეს ნიშნავს რომ ეს წინაპირობები ახალ დაპირისპირებას და პოლარიზაციას წარმოშობს, პროცესი შევა ჩიხში. თვით შერიგებას ვერ ექნება წინაპირობა. ცუდად იყო გაგებული, იყო საუბარი ამაზე, – რატომ შევურიგდე ამას თუ იმას. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით, მითუმეტეს როდესაც წარსულს ან აწმყოს ეხება, გრძელდება სამართლიანობით. შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია ვუწოდო, ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან უფრო პროცესი არის, ვიდრე შედეგი
იმისათვის, რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, მნიშვნელოვანია შედგეს კონსენსუსის პლატფორმა, სადაც ერთობლივად გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს ამ საუბრების შემდეგი ეტაპი, უცხოელებთან ერთად თუ ქართული პროცესი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ და გამოცდლებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი. მივედით იმის ბოლომდე, გარედან რაც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა და მონდომება, არ აქვთ შიგნიდან ამ პროცესების გაგება, რომ მართონ მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი, ვინც ელოდება ამ შედეგებს, არარეალისტური არის. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი. ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი და უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც შემდეგ სულ არ არის გამორიცხული ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაღაც ფორმით გამოხატული. ჩვენი გადასაწყვეტია, რა ფორმატზე გადავალთ, როდესაც პირველი გარკვევის ეტაპი დასრულდება, – საკანონმდებლო დონზე, ახალი კანონმდებლობის მიღება იქნება, კომისიის შედგენა, რომელიც შეუდგება უფრო დეტალურ განხილვას, ეს იქნება საზოგადოებრივი ქარტია, ან სახალხო კრება ან სხვა ფორმატი, ძალიან ბევრი ვარიანტია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.