21.11.2024

პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. პანდემიის გამო კი, დაკრძალვის ცერემონიის გეგმა შეიცვალა

დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპე 99 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სამეფო ოჯახმა გაავრცელა.

„მისმა უდიდებულესობამ დედოფალმა ღრმა მწუხარებით გამოაცხადა ედინბურგის ჰერცოგის, მისი საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის, პრინცი ფილიპეს გარდაცვალება. მისი სამეფო უდიდებულესობა დილით უინძორის სასახლეში გარდაიცვალა“, – ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კი, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს დაკრძალვის ცერემონიის გეგმა შეიცვალა. როგორც ჰერალდიკის პალატის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი დაკრძალვის ცერემონია სახელმწიფო დონეზე არ ჩატარდება.

„დაკრძალვის ცერემონია სახელმწიფო დონეზე არ ჩატარდება. მისი სამეფო უდიდებულესობის ცხედარი უინძორის ციხე-სიმაგრეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში განთავსდება. ეს შეესაბამება როგორც ტრადიციას, ასევე მისი უდიდებულესობის სურვილს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჰერალდიკის პალატაში აღნიშნავენ, რომ დაკრძალვის გეგმა პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო შეიცვალა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img