23.11.2024

„პურის მცხობელთა ასოციაცია“ – პურის ფასს 10 თეთრით მოვუმატეთ, მაგრამ მაღაზიები როგორ იქცევიან, პასუხისმგებელი არ ვარ

პურის ფასს 10 თეთრით მოვუმატეთ, მაგრამ მაღაზიები ამ შემთხვევაში როგორ იქცევიან პასუხისმგებელი არ ვარ. პროგნოზი ცუდი არ არის, საქართველოში კარგი მოსავალია, თუმცა ოქტომბერ-ნოემბრამდე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხდა.

„ჩვენ პურს ფასი მოვუმატეთ 10 თეთრით, მაგრამ მე არ ვარ პასუხისმგებელი მაღაზიები, როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა, ზოგმა თავისი შეხედულებით, შეიძლება მეტიც დაადოს, რასაც ვთვლი, რომ ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება. რატომ მოიმატა პურის ფასმა 10 თეთრით?! თუ გახსოვთ, სუბსიდირებული 1 ტომარა ფქვილი ადრე 53 ლარად მოგვეწოდებოდა, დღეს ფქვილის ღირებულება 60-62 ლარია, მისი რენტაბელურობიდან გამომდინარეა 10 თეთრიანი სხვაობა.

არ მინდა ვინმე შევაშინო, პროგნოზი ცუდი არ არის. გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში კარგი მოსავალია. უკვე ფოთშიც შემოვიდა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ხორბალიც. შეიძლება, ფქვილის ღირებულებამ დაიკლოს. გარდა ამისა, რუსეთიდანაც შემოდის ფქვილი და ბევრი მეწარმე იძენს. მინდა იცოდეთ, რომ ბევრი მეწარმე ფქვილს 57-58 ლარადაც იძენს. თუმცა ჯერჯერობით, რომ ფასი დაიკლებს ამას ვერ დაგიდასტურებთ. ოქტომბერ-ნოემბრამდე ეს ფასი გვექნება, რაიმე ცვალებადობა მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img