22.11.2024

პუტინი უკრაინის ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ “აზოვსტალის” მცველებს დანებება უბრძანოს

რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო მედიის, “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ისრაელის პრემიერმინისტ ნაფტალი ბენეტთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილა.

“რია ნოვოსტის” ცნობით, საუბარი მარიუპოლის ბლოკადას შეეხებოდა და პუტინმა თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უნდა უბრძანოს მის მებრძოლებს, რომლებიც “აზოვსტალის” ტერიტორიაზე არიან, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ. ამასთან, რუსეთი კვლავ ამტკიცებს, რომ მზად არის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოყვანა უზრუნველყოს.

“რაც შეეხება აზოვსტალში დარჩენილ ბოევიკებს, კიევის ხელისუფლებამ უნდა მისცეს მათ იარაღის დაყრის ბრძანება”.- აცხადებს პუტინი.

ცნობისათვის, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ. აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შესასვლელი საიდუმლო მიწისქვეშა გზები ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტების მიერ “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიის დაკავების მცდელობა წარუმატებლად მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img