25.11.2024

პუტინის გადაწყვეტილებას რუსული აქციების ფასების მკვეთრი დაცემა და რუბლის გაუფასურება მოჰყვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების გამო, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე რუსული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა, რუსული რუბლი და აქტივები კი მნიშვნელოვნად გაუფასურდა

პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) ინდექსის ღირებულება თითქმის 11%-ით შემცირდა, რაც 2014 წლის შემდეგ ინდექსის გაუფასურების ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია. 

რუსული კომპანიების აქციების (RTS) ფიუჩერსები, ანუ მომავალი ფასები 20%-ით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები მომავალში რუსული აქციების კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას მოელიან და, შესაბამისად, ისინი სარისკო აქტივებში დაბანდებული კაპიტალის ამოღებას და რისკის შემცირებას ცდილობენ. 

18%-ით შემცირდა რუსეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის, Gazprom-ის აქციების ღირებულებაც, რაც 2008 წლის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირების უდიდესი მაჩვენებელია.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მყისიერად აისახა სავალუტო ბაზარზეც, ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 79.7 რუბლს შეადგენს, რაც რუსეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img