24.11.2024

პუტინის პრესსმდივანი ოვსიანიკოვაზე – იმ გოგონას საქციელი ხულიგნობაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსული “პერვი კანალის” რედაქტორის გუშინდელი საქციელი “ხულიგნობა” იყო. მარინა ოვსიანიკოვა “ვრემიას” პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა.

“რაც შეეხება იმ გოგონას, მისი საქციელი ხულიგნობაა”, – განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, არხი და საჭირო ორგანოები გამოძიებაში უკვე ჩართულები არიან.

“არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!” – ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა პუტინის პროპაგანდისტულ “პერვი კანალზე”, მთავარი გამოშვების “ვრემიას” პირდაპირ ეთერში შევიდა. მოგვიანებით ინტერნეტში მარინა ოვსიანიკოვას წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვაც გავრცელდა, სადაც ის ჰყვება, რომ რცხვენია პროპაგანდაზე მუშაობის გამო. ჟურნალისტი მალევე დააკავეს, თუმცა ადვოკატებმა მისი ადგილსამყოფელი არ იციან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img