26.11.2024

“ქართული ოცნება” – რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა დესტრუქციული დღის წესრიგის მარცხი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა მათი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი.

„რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივად აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი და იკავებს ადგილებს საქართველოს პარლამენტში. ამასთან, “ნაციონალური მოძრაობა” უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველია”, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დღეს მიიღო და პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება საზოგადოებას ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელიამ გააცნო.

ნიკა მელიას განცხადებით, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ამნისტიის პუნქტის გამო, თუმცა უშუალოდ საკითხების გადაწყვეტაში ისინი ჩაერთვებიან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img