22.11.2024

ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სიაში, საქართველო აფრიკის სახელმწიფოებს შორისაა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია(OECD) და USNews მედიაჰოლდინგი მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების განათლების დონის შესახებ კვლევას ავრცელებენ.

ორგანიზაციაში განხილული ქვეყნების 25-64 წლის მოსახლეობა გამოკითხეს და იმ ადამიანთა რაოდენობა გამოითვალეს, რომლებმაც სასკოლო განათლების მიღების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლის 2- ან 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა ჰქონდათ გავლილი, ან, სხვა შემთხვევაში, კონკრეტული ხელობის მიმართულებით იყვნენ სპეციალიზებული. შეგროვებული სტატისტიკური ინფორმაცია თითოეული ქვეყნის განათლების დონის შესაფასებლად იქნება გამოყენებული.

კვლევის მიხედვით, ყველაზე განათლებული საზოგადოება კანადას ჰყავს – ქვეყნის გამოკითხული მოსახლეობის 56%-მა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა. მეორე ადგილს, 50%-იანი შედეგით, იაპონია იკავებს, რომელსაც განათლების დონით თითქმის უტოლდება ისრაელი – 49.9%.

განათლების დონის განსხვავებული კვლევა, რომელიც შეერთებული შტატების მედიაჰოლდინგის, USNews-ის ავტორობით კეთდება, 3 ფაქტორს განიხილავს: რამდენად გამართულია საჯარო განათლების სისტემა, როგორია უმაღლესი დონის განათლების ხარისხი და ისურვებდნენ თუ არა გამოკითხულები ამ ქვეყანაში განათლების მიღებას.

აღნიშნულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სიის სათავეში დიდი ბრიტანეთია, რომელსაც მეორე და მესამე ადგილებზე შეერთებული შტატები და კანადა მოჰყვება. მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი გერმანია და საფრანგეთი ინაწილებენ.

კვლევაში საქართველოს განათლების ინდუსტრიაცაა განხილული, რომელიც, ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ცუდ 10 ქვეყანას შორისაა. კერძოდ, USNews-ის შეფასებით, საქართველოს განათლების სისტემის სიძლიერე ისეთი ქვეყნებისას უტოლდება, როგორიცაა ბურმა, ეკვატორული გვინეა, ლიბია და შრი ლანკა.

ყველაზე ცუდი განათლების სისტემების მქონე 10 ქვეყნის სია ასეთია:

ბურმა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
დომინიკის რესპუბლიკა
ეკვატორული გვინეა
საქართველო
ლიბერია
ლიბია
მონაკო
პაკისტანი
შრი ლანკა
ზამბია

წყარო: tabula.ge


წყარო: https://bit.ly/3gAaBz3

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img