სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ლისის მოსახლეობასთან ერთად მცხეთაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, შალვა კერესელიძეს შეხვდა.
მოძრაობა „ხალხისთვის“ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა საკითხის იურიდიულ ექსპერტიზას სთავაზობს და მათ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში ეხმარება. დოლიძის თქმით, ისინი ცდილობენ აამუშაონ ყველა დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს იყოს ანგარიშვალდებული, ოპერატიული და ეფექტური.
„ქვეყანას, რომელსაც თამარ მეფის დროს ჰქონდა წყალგაყვანილობა 21 საუკუნეში შენს მოსახლეობას წყლის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. თუ გაქვთ მსგავსი ტიპის პრობლემები მოგვმართეთ და ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა, თუ ასეთი შემართებით ვიქნებით“ – განაცხადა ანა დოლიძემ.