23.11.2024

რა გახდა უსიმპტომო პირებისა და სისტემური ტესტირების დროებითი შეჩერების ინიციატივის მიზეზი – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა რატომ მიიჩნევს სწორად უსიმპტომო პირებისა და სისტემური ტესტირების დროებით შეჩერებას.

„მოგეხსენებათ, რა ხდება ახლა იმ დაწესებულებებთან, სადაც ტესტირება მიმდინარეობს. ადამიანები მიდიან, არის რიგები, უფრო ხშირად თითქმის ყველა მესამე ადამიანი უკვე ინფიცირებულია. იქ გადადების გარკვეული საშიშროება არის, რადგან, სამწუხაროდ, არ ვიცავთ დისტანციას, დადგენილ წესებს. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ როდესაც ასეთი გავრცელების არეალი გვაქვს უკვე და მაღალი სიხშირე, პირველ რიგში სიმპტომური ადამიანები უნდა გაიტესტონ“, – განაცხადა გამყრელიძემ “ქრონიკასთან”.

მისივე თქმით, ქვეყანაში ასევე ე.წ. სისტემური ჯგუფების ტესტირება მიმდინარეობს და სპეციალისტებმა მიიჩნიეს, რომ ასეთ დროს აქცენტი სიმპტომურ პირებზე გაკეთდეს. გამყრელიძემ მოსახლეობას არსებული რეგულაციებს დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img