24.11.2024

რა გზას გადიან მექსიკის გავლით აშშ-ში მიმავალი ემიგრანტები


ბოლო თვეებია ათასობით ქართველი ამერიკაში გადასვლას მექსიკის საზღვრის გავლით ცდილობს, რომ მერე შეერთებული შტატების ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვოს ან არალეგალად იცხოვროს. გზა აშშ-ის საზღვრამდე რთულია, ძვირი და ხშირად, სიცოცხლისთვის სახიფათოც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია, რამდენად სარისკოა ამ გზით შტატებში მოხვედრა, ისინი მაინც მიდიან. მიდის ყველა ასაკის ადამიანი, მიდიან ოჯახებით.
ერთ-ერთი გზა, რომელსაც ქართველები (და არა მარტო) ამერიკაში მოსახვედრად იყენებენ, მექსიკაზე გადის. ემიგრანტი ზურა ლომაშვილი აშშ-ი მოსახვედრად ერთ-ერთ გავრცელებულ (გზაზე)ხერხზე საუბრობს, რის შემდეგაც ადამიანები მექსიკიდან ამერიკაში ხვდებიან.
“ყველას აინტერესებს და დავწერ ჩემს თავგადასავალს.
3.5 თვე ველოდე მულტი ვიზას გადამყვანით. გადავწყვიტე წასვლა 25 ივნის და გამოვფრინდი კოპიტნარიდან ბუდაპეშტში, ბუდაპეშტიდან იმ დღესვე გადავფრინდით ლისაბონში, სადაც ერთი დღე ღამე გავჩერდით და 27 ში გამოვფრინდით კანკუნში. კანკუნში უპრობლემოდ შემოვედით, გავჩერდით სასტუმროში 3 ივლისამდე და შემდეგ გადავფრინდით მეხიკოში, მეხიკოს შემდეგ იმ დღესვე ტიხუანაში, ტიხუანადან კი, მეხიკალში მანქანით გადაგვიყვანეს. 3-ში ვიყავით მეხიკალში 7 საათზე და გვითხრეს, რომ იმ ღამეს უნდა გადავეყვანეთ. 9 საათზე გადაგვიყვანეს და მიგვიყვანეს სადღაც სახლში, სადაც დაახლოებით 100 კაცამდე ვიყავით და ნაკადებად გადავყავდით. 4 საათზე მომიწია მე და ღამე ჯიპის “ბაგაჟნიკით” ვიმგზავრე. მექსიკა ამერიკის საზღვართან რომ მივედით, ისევ ნაკადებად გადავყავდით, წინ ვინც გზა იცოდა ის მექსიკელი მიგვიძღოდა, წყალი მუხლს ზემოთ იყო დაახლოებით 4 მეტრი სიგანით, თუმცა საშიში და შეუძლებელი არაფერი. ასე მივედით ტრამპის კედელთან და ჩავბარდით.
მოგვცეს სათითაო ფაილი და რაც ჩაეტეოდა უნდ ჩაგვედო, დანარჩენი ნივთები გადაგვაყრევინეს. გადაგვიყვანეს ე.წ მაცივრებში, სადაც ერთი დღე დავყავით, მოგვცეს ფოლგა და ისე გვეძინა. 5 რიცხვში დილით, გადაგვიყვანეს დეთენშენში (წინასწარი დაკავების იზოლატორივით არის სადაც ტუალეტი არის ერთ მეტრაზე ამოყვანილი და 40 კაცში ზიხარ და აყურებინებ იმ ორმოც კაცს როგორ ისაქმებ ტუალეტში) გაგვაჩერეს ერთი დღე და მერე ვიმგზავრეთ 3 საათი სხვა დეთენშენამდე. ამ დეთენშენებს შორის განსხვავება ჩვენთვის ის იყო რომ ამას ტუალეტის კარიც არ ჰქონდა, აქაც ფოლგებით ვიყავით და “ვეყონზე” წოლით გავატარეთ ერთი. მეორე ღამეს გადაგვიყვანეს ისევ პირველ დეთენშენში, სადაც კიდევ ერთი დღე გაგვაჩერეს, გვატარეს წინ და უკან, რეალურად გიმოწმებენ ფსიქოლოგიას. 7-ში საღამოს გადაგვიყვანეს ისევ ციხის მსგავს შენობაში, სადაც ლოგინებიც გვქონდა, სკამებიც და ტელევიზორიც. 5-საათზე გადაგვიყვანეს, ჩაგვაცვეს მწვანე ფორმები და 11 საათზე საღამოს გადაგვიყვანეს ისევ ოთახში, სადაც “ცინკავოი ჟეშტით” იყო შეფუთული მთელი კედლები და ჭერი. ჩართული იყო კონდიციონერი ყინვაზე და დილის 9 საათამდე გვამყოფეს ამ გამყივნარებაში, სადაც ვერც ჯდები, რადგან სკამები რკინისაა, დაწოლაზე ხომ ზედმეტია საუბარი. 8-ში დილით გადაგვიყვანეს არიზონას ერთ-ერთ ციხეზე, რომელიც სამოთხედ მეჩვენებოდა იმ ყველაფერთან შედარებით, რაც მანამდე იყო, რადგნ მომცეს ლეიბი, გვაჭმევდნენ და გვქონდა დასალევი წყალი. მომსახურე ოფიცრებისგან კი, ღიმილის გარდა არაფერი გვიგრძვნია.
გასვლის მოლოდინში რომ ვიყავით, შემოვიდნენ მომუშავე პერსონალი და პისიარ ტესტები აგვიღეს ყელას, მეორე დღეს 2 კაცს აღმოაჩნდა კორონავირუსი და გადაიყვანეს, სად არ ვიცი, ჩვენ კი, კარანტინი დაგვიწესეს 21 რიცხვამდე. გვითხრეს, რომ სანამ ეს კანარნტინი იყო ჩვენი სქმის წარმოება გაჩერდებოდა და 21ივლისამდე ვერავინ გავიდოდა. 13-ში 10კაცს აუღეს სწრაფი ტესტი და გაუშვეს, 14-ში რვა კაცში მოვხვდი მეც და 15-ში დილით გადამიყვანეს წითელ ჯვარში, სადაც ისევ დაგვტესტეს, შეავსეს საბუთები და გაგვანთავისუფლეს. (რამდენად გამოგადგებათ ჩემი ისტორია არ ვიცი მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობა რომ არის ფაქტია ჯგუფში და ათას სისულელეს წერენ. გაუსაძლისი არაფერია მთავარია ფსიქოლოგიურად მზად იყო.)” – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ზურა ლომაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img