როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქაბულის აეროპორტის გასასვლელთან ტერაქტის შესახებ შეატყობინეს, ძალიან გაბრაზდა, იყო აღელვებული მაგრამ ეტყობდა რომ ეს არ იყო მისთვის მოულოდნელი.

ბაიდენი თეთრ სახლში მესამე სართულის რეზიდენციიდან სიტუაციების მართვის ოთახში ეშვებოდა, სადაც მხოლოდ უმაღლესი დაშვების სახელმწიფო უსაფრთხოების პირები იმყოფებიან, სწორედ ამ დროს შევიდა აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიწის ქვეშ განთავსებულ მართვის ცენტრში , რომელიც უმაღლეს დონეზეა დაცული.

პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანების შემდეგ რომ გაანადგურონ ტერორისტები, მეორე დღესვე აშშ-ის სამხედრო ძალებს უკვე ქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერები იმყოფებოდნენ აღმოავლეთ ავღანეთში.

აშშ-მ საჰაერო თავდასხმით ისლამური სახელმწიფოს ორი ლიდერი გაანადგურა.