საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ ?- ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს.
რადას დეპუტატის თქმით, ყველაზე გამაოგნებელი, საქართველოს პრემიერის განცხადება იყო, რომ უკრაინაში სოლიდარობის ნიშნად ვერ ჩავა, „რადგან უკრაინის თავზე ცა დაკეტილია“.
„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ?
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სანქციების დაწესება მის ქვეყანას ბევრად მეტ ზიანს მოუტანს. ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც კი არ აპირებს. მაგრამ ყველაზე მეტად გამაოგნებელია პასუხი მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად ვიზიტს კიევში. პრემიერი აცხადებს, რომ ახლა უკრაინის თავზე ცა დაკეტილია.
არაუშავს ირაკლი, როცა ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია არსადაც აღარ წახვიდე.
ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? ნუთუ დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც 2008 წელს თბილისისკენ ტანკები მოემართებოდნენ? ამას მოითმენთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?“- განაცხადა გონჩარენკომ.