22.11.2024

რაგბი საქართველო-რუსეთი დღეს

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც აქამდე ორჯერ გადაიდო, „მიხეილ მესხზე“ 15:00 საათზე დაიწყება. პანდემიის გამო, მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

„ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევი და დინამიური რაგბის თამაშს ეცდება:

„კარგად მოვემზადეთ და ბიჭებმა კარგად ივარჯიშეს. საკმაოდ ნაყოფიერმა კვირამ ჩაიარა. ჩვენ ხუთშაბათის ჩათვლით ვივარჯიშეთ და პარასკევს მივეცი მათ დასვენების საშუალება. საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ თამაშისთვის ძალები აღიდგინონ. ველოდებით დინამიურ თამაშს და ვეცდებით, რომ შემტევი რაგბი ვაჩვენოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის გამოცდილება და უპირატესობები, რაც მოწინააღმდეგესთან გაგვაჩნია.
მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული რამდენად მოგვცემს ხელით თამაშის საშუალებას. მგონია, რომ უნდა შევძლოთ ხელდახელ რაგბის თამაში. უნდა ვაკონტროლოთ შეჯგუფებები, მოვიგოთ ორთაბრძოლები და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ხელდახელ ვითამაშოთ.“

კარგი თამაშის მოლოდინი აქვს ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს:

„ისეთი მნიშვნელობის თამაშია, რომ არ გვაქვს უფლება ჩვენზე რაიმე ფაქტორმა უარყოფითად იმოქმედოს. ყველა მორაგბემ, რომელიც 23-კაციან განაცხადშია, ეს უფლება თავისი შრომით დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, ამოცანას თავს კარგად გავართმევთ“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img