ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ბუსტერ დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ენდემური გახდება, გარკვეული ჯგუფებისთვის სასურველი იქნება წელიწადში ერთხელ გრიპის ვაქცინის მსგავსად გაკეთდეს.
ბოლომდე ამ კითხვაზე პასუხი ბუნებრივია, ჯერ არავის აქვს. ბუსტერული დოზის დამატება განსაკუთრებით ეფექტურობას ავლენს ომიკრონთან მიმართებით. ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 90%-ით მცირდება. რაც უფრო მეტი ასაკოვანი დაბუსტერებული ადამიანი დახვდება ამ ინფექციას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და სიკვდილიანობა მინიმალური იქნება.
რაც შეეხება მომავალს, რა პერსპექტივას გვიქადის, ფაიზერის ხელმძღვანელს ვუსმენდი გუშინ და მან აბსოლუტურად თვალნათლივ თქვა, რომ მარტში გვექნება ომიკრონსპეციფიკური ვაქცინა. მან თქვა, რომ პანდემიის მომავალი მიმდინარეობის დროს ყველა ახალი ვარიანტი ომიკრონის შვილობილი იქნება.
თუ პანდემიური მიმდინარეობის ფორმა დაკარგა ინფექციამ და ენდემური გახდა, როგორც წლის განმავლობაში გრიპის ვაქცინას ვიკეთებთ, ვფიქრობ მომავალში ასე იქნება სწორედ ეს ვაქცინაცია. ყველასთვის სავალდებულო არ იქნება, მაგრამ მიზნობრივი ჯგუფებისთვის წელიწადში ერთხელ ამის გაკეთება სასურველი იქნება“, – ამბობს კულუმბეგოვი.