24.11.2024

რას გადაწყვეტს სასამართლო? ნიკა მელიას საქმე

რამდენიმე საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას ადვოკატებმა პირდაპირი ტრანსლიერების ნებართვა მოითხოვეს. ადვოკატებმა სასამართლოში შუამდგომლობა დააყენეს, რომლის მიხედვითაც, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო დარბაზში მყოფი ტელეკომპანიების მხრიდან პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომაზე მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია. სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img