სიტყვების პოვნაც კი რთულია, რამდენად ვარ იმედგაცრუებული ქართველი პოლიტიკოსებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ საქართველო იპოვის ძალას, შეცვალოს სიტუაცია.
„სიტყვების პოვნაც კი რთულია, თუ რამდენად ვარ იმედგაცრუებული ქართველი პოლიტიკოსებით. თუმცა, მჯერა, რომ საქართველო იპოვის ძალას, რომ შეცვალოს სიტუაცია. ამ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლობიანი ხალხი და ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“