25.11.2024

რატი ბრეგაძე – სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა, ამ ფაქტორის გამორიცხვა საფუძველს გვაძლევს, რომ სააკაშვილი შემდეგ პროცესს დაესწროს

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტა არის ​იმის საფუძველი, რომ ყოფილი პრეზიდენტი შემდეგ პროცესზე სასამართლო დარბაზში გადაიყვანონ.

“როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა  შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე – ეს იხილა საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი, აქვე იმაზეც უნდა ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მაღალ პროფესიონალიზმს უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ, რომ ამ ეპიზოდიდან საკმაოდ მალე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იყო სტაბილური”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.

როგორც მინისტრი აცხადებს, უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია. მისი თქმით, სახელმწიფო ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

„ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს ციხე, მან უნდა მოიხადოს სასჯელი ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია, ან, თუ, მაგალითად, საუბარია განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, აქ მას სჭირდება სასამართლოს განჩინება სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, ბუნებრივია, ასე უპირობოდ გაჟღერებული მოთხოვნები ვერ ქმნის სამართლებრივ საფუძველს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ და დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას ბოლომდე”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img