დღეს “რესპუბლიკური პარტია” ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა. ინფორმაცია პარტიის დამფუძნებელმა ტელეკომპანია “მთავარ არხთან” საუბრისას დაადასტურა.
“დიახ მეც დავტოვე, მივმართე პარტიის თავმჯდომარეს. არ ვეთანხმები პარტიის კურსს, ფრაქციის შექმნას”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილს არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მის ძმას, დავით ბერძენიშვილს.
შეგახსენებთ, იგივე მიზეზით დღეს “რესპუბლიკური პარტია” თამარ კორძაიამც დატოვა. მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.