საქართველოში დღეიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები, ღია სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.
ტელეკომპანია “მთავარის” 11 საათიან გამოშვებაში რესტორატორების ნაწილმა განაცხადა რომ მათთვის ორშაბათიდან-პარასკევამდე, საღამოს 8 საათამდე მუშაობა არაფრის მომტანია. მათი თქმით, ყველა რესტორანს დანაკარგებს ამოსაღებად სჭირდება სრული დღე და შაბათ კვირა.
რესტორატორების თქმით დიდი ნაწილი რესტორნებისა საჭიროებს შველას, რადგან არ აქვთ დამატებითი სივრცეები, ღია ვერანდები და სხვა.