21.11.2024

რესტორნები მომხმარებლების მიღებას ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ

რესტორნები მომხმარებლების მიღებას ღია სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მუშაობენ მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეშიც მიიღონ. ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, 1-ლი ივნისიდან ამ მიმართულებით შემდგომი შემსუბუქებაც არის შესაძლებელი.

მისივე თქმით, ძალაში რჩება შეზღუდვა სოციალური ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, კვლავ ძალაშია შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა, ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი და სხვადასხვა სახის იუბილე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტესტირება კვლავინდებურად გაგრძელდება სახელმწიფოს ხარჯზე მომავალი თვეების განმავლობაშიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, შეასრულონ არსებული რეგულაციები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img