„დღეს, ბოლო 20 წელიწადში პირველად, დოლარისა და ევროს კურსი გათანაბრდა“, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2002 წლის დეკემბრის შემდეგ – ევრო აშშ დოლართან მიმართებით 1,29%-ით დაეცა და 1 ევროს ღირებულებამ 1,0056 დოლარამდე შეადგინა, დოლარი კი, 1%-ით გაიზარდა და 108,14 შეადგინა, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2002 წლის ოქტომბრის შემდეგ.