დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის Covid-სერთიფიკატის ელექტრონულ სისტემას რამდენიმე დღეში მიუერთდება.
“გასულია ბოლომდე. ამაზე ძირითადად სამინისტროს IT დეპარტამენტი, იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობენ. ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეში უკვე საქართველო უნდა მიუერთდეს,” – ამბობს გამყრელიძე.
საქართველოს კოვიდ-სერტიფიკატები ევროკავშირს ამ დრომდე არ აქვს აღიარებული. EU-მ უკვე ცნო დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატები. შესაბამისად, ამ ქვეყნების გაცემულ Covid-სერტიფიკატებს იგივე ძალა აქვთ, რაც ევროკავშირის საბუთს.