24.11.2024

რომის პაპი – ბავშვების ნაცვლად შინაური ცხოველების ყოლა, ეგოიზმია

რომის პაპის ფრანცისკეს თქმით, ბავშვების ნაცვლად შინაური ცხოველების ყოლა, ეგოიზმია და ეს არის საზოგადოების მარცხი.

პაპი მრევლს დემოგრაფიულ საკითხებზე პავლე VI-ის დარბაზში, საზოგადო მიმართვის დროს ესაუბრა.

მისი თქმით, სასურველია შვილად აყვანის პროცედურები გამარტივდეს. რომის პაპმა  ვატიკანში საერთო აუდიენციის დროს მშობლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებაში შინაური ცხოველები ბავშვების ადგილს იკავებენ. 

„დღეს ჩვენ ვხედავთ ეგოიზმის ერთგვარ ფორმას, ვხედავთ, რომ ზოგს არ უნდა შვილის გაჩენა. არაერთი წყვილი აღარ აჩენს შვილებს, ან აჩენენ მხოლოდ ერთს. მათ ჰყავთ ძაღლები და კატები, რომლებიც ბავშვების ადგილს იკავებენ. ცივილიზაცია კაცობრიობის გარეშე ბერდება“, – განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ შვილის გაჩენის არ შეეშინდეთ. 

პაპმა ფრანცისკემ შინაური ცხოველების მიერ შვილების ჩანაცვლების შესახებ პირველად 2014 წელს ისაუბრა. მაშინ ფრანცისკემ ზემოხსენებულ მოვლენას “კულტურული დეგრადაციის მორიგი ფენომენი” უწოდა და აღნიშნა, რომ მშობლებისა და შვილების “კომპლექსური” ურთიერთობის ფონზე, შინაურ ცხოველებთან ემოციური კავშირის დამყარება გაცილებით “ადვილია”

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img