21.11.2024

“როსკომნადზორი” “ვიკიპედიას” ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებს

Roskomnadzor-ი აპირებს Wikipedia-ს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა დააკისროს იმის გამო, რომ პორტალი არ შლის უკანონო ინფორმაციას. ამის შესახებ ხუთშაბათს დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

„როსკომნადზორი“ შეიმუშავებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.41 მუხლის მიხედვით Wikipedia ინტერნეტ პორტალთან დაკავშირებით არასანდო სოციალურად მნიშვნელოვანი მასალების, ისევე როგორც სხვა აკრძალული ინფორმაციის წაშლის მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში.

დეპარტამენტმა განმარტა, რომ ვიკიპედიას შესაძლოა 4 მილიონ რუბლამდე ჯარიმა დაეკისროს.

ამავე ინფორმაციით, მანამდე, გენერალური პროკურატურის მოთხოვნასთან დაკავშირებით, “როსკომნადზორმა” აცნობა ინტერნეტ რესურსის ადმინისტრაციას “უკრაინაში სპეცოპერაციის თემაზე მცდარი ინფორმაციის წაშლის აუცილებლობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს რუსი მომხმარებლების დეზინფორმირებას”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img