რუსები გარდაცვლილ ჯარისკაცებს ორმოებში წვავენ, – ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო იუწყება.
მისი თქმით, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ 9 მარტს ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხერსონისა და ნიკოლაევშჩინას რაიონებში დაღუპული 50-მდე რუსი ჯარისკაცის ცხედარი ორმოში ჩაყარეს და დაწვეს.
ადგილობრივებმა რუსებს ჰკითხეს, თუ რატომ მოექცნენ ასე გარდაცვლილთა ცხედრებს, მათ კი უპასუხეს, რომ ცხედრების რუსეთის ფედერაციაში გაგზავნა აკრძალულია.
„რუსი ჯარისკაცების დედებს შვილის საფლავზე წასასვლელი არსად ექნებათ“, – აცხადებს გერაშჩენკო