26.11.2024

რუსებმა „აზოვსტალის“ დაბომბვა განაახლეს

მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან 100-მდე ადამიანის ევაკუაციის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ქარხნის დაბომბვა განაახლეს,- ამის შესახებ მარიუპოლში მებრძოლი მე-12 ბრიგადის მეთაურმა, დენის შლეგამ უკრაინულ ტელევიზიასთან ისაუბრა.

„ოკუპანტებმა კვლავ გახსნეს ცეცხლი „აზოვსტალის“ წინააღმდეგ, როგორც კი ევაკუაცია დასრულდა“, – აღნიშნა დენის შლეგამ.

მისი თქმით, რუსული ძალები იყენებდნენ “ყველა სახის იარაღს”.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლის დამცველებთან ერთად „აზოვსტალში“ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.

„სიტუაცია გახდა ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფის ნიშანი, რადგან ადამიანებს წყალი, საკვები და მედიკამენტები ეწურებათ”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img