23.11.2024

რუსებმა ჩერნიგოვის საავადმყოფო დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის საქალაქო საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ქალაქის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ნაოპერაციები პაციენტები დერეფნებში +10 გრადუს ტემპერატურაზე წვანან.

ვლადისლავ ატროშენკოს ინფორმაციით, ქალაქი აბსოლუტურ ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის და მისი ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.

„ჩერნიგოვში არ წყდება საცხოვრებელი უბნების საარტილერიო დაბომბვა, რომლის დროსაც იღუპება ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, იღუპებიან ბავშვები და ქალები. ქალაქი განიცდის აბსოლუტურ ჰუმანიტარულ კატასტროფას. არ არის ელექტროენერგია, გათბობა და წყალი, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია“, – განაცხადა ატროშენკომ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img