რუსებმა ლუჰანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ. ამის შესახებ ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა.
“საბედნიეროდ სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა”- აცხადებს ის.
ჰაიდაის თქმით, გასულ დღეს რუსულმა ძალებმა ლუჰანსკში 15-ჯერ გახსნეს ცეცხლი, რის გამოც ქალაქ სევეროდონეცკში დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი. ასევე, ქალაქს მეორე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ჰაიდის თქმითვე, ვრუბოვკაში დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი.