რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა პარტნიორებთან კოორდინაციით უზრუნველყოს გემების უსაფრთხოება, რომლებიც დატოვებენ უკრაინის პორტებს.
„მზად ვართ უზრუნველვყოთ უკრაინის პორტებიდან და ბოსფორის ყურისკენ მიმავალი გემების უსაფრთხოება. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ეს ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მხოლოდ ის, რომ უკრაინელებმა პორტები განაღმოს, ან უსაფრთხო დერეფნები მონიშნოს.