23.11.2024

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი უნდა შეთანხმდეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას დაგმო სამშვიდობო შეთანხმებების შესახებ ის მოწოდებები, რაც მისი თქმით “რუსეთის დაწყნარებას” ემსახურება.

ზელენსკის თქმით, ზოგიერთ მსოფლიო ლიდერს ილუზორული მშვიდობის შენარჩუნება ათასობით მოკლული უკრაინელის ფასად უღირს და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას ეგუება.

“არიან ადამიანები – და ბევრი მათგანი სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდ ძალას ფლობს – ვისაც სწამს, რომ ყველა ერი არაა მნიშვნელოვანი, ვისაც სწამს, რომ ერი შეიძლება დაივიწყო, რათა მშვიდობის შენარჩუნება სცადო. თუნდაც ხანმოკლე მშვიდობის, ილუზორული მშვიდობისაც კი. ათასობით მოკლულის ფასად მიღებული მშვიდობისაც კი, ასობით ათასის დეპორტირებულის ფასად ან მილიონობით ადამიანის, ვისაც მამული წაართვეს. ისინი ამას ეგუებიან – მშვიდობას, სხვების სიცოცხლის ხარჯზე. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ნორმალური.” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დავოსში გამართულ ეკონომიკის მსოფლიო ფორუმზე განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები იმ საზღვრების შესახებ უნდა გაიმართოს, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე არსებობდა. ამაში იგულისხმება, რომ უკრაინამ ყირიმსა და დონბასის რეგიონებზე უარი უნდა თქვას.

„ახლა ჩვენ კვლავ ვისმენთ, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს ის, რაც მას უნდა. რომ თურმე საჭიროა მივიღოთ, რომ ზოგიერთს ერს შესაძლოა წაერთვას საგარეო პოლიტიკის უფლებები, რადგან, როგორც ისინი ამბობენ გარკვეულ “ისტორიულ ძალას” სურს ასე.

მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გარკვეული გამყოფი ხაზების გავლებაზე, რათა აგრესორი დაწყნარდეს. და ვითომ დათმობები, დათმობები და კვლავ დათმობებია საჭირო – რა თქმა უნდა, იმ სახელმწიფოს ხარჯზე, რომელსაც თავს დაესხნენ, რათა აგრესორმა მოწყალება გამოიჩინოს და შეჩერდეს” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა სწრაფად უნდა მიიღოს სანქციების მეექვსე პაკეტი, რაც რუსულ ნავთობზე ემბარგოს ითვალისწინებს და ასევე დაიწყოს მეშვიდე, კიდევ უფრო ძლიერ პაკეტზე მუშაობა. ზელენსკის თქმით, ევროპამ ლატვიას უნდა მიბაძოს და რუსულ ენერგოიარაღზე უარი საბოლოოდ თქვას.

„აუცილებელია, რომ საბოლოოდ შეთანხმდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, მათ შორის ემბარგო ნავთობზე, ნარევებსა და ნავთობპროდუქტებზე.

ასევე საჭიროა სანქციების მეშვიდე პაკეტის მომზადება, უკრაინის წინააღმდეგ ტერორის გამო რუსეთისთვის კიდევ უფრო ძლიერი შეზღუდვებით. ისევე როგორც ლატვიამ გააკეთა, მთელმა ევროპამ უნდა აკრძალონ რუსეთის ენერგოიარაღები. სრულად.” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img