3 აპრილს, დაახლოებით 06:00 საათზე რუსეთმა ოდესაზე საჰაერო იერიში განახორციელა.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ზოგიერთი რაკეტა უკრაინულმა თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა. ზოგ დასახლებაში გაჩნდა ცეცხლი.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოდესაზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თავდასხმის ობიექტი “კრიტიკული ინფრასტრუქტურა” იყო. CNN-ის ცნობით, იწვის ნავთობის საცავი.