24.11.2024

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო. რია ნოვოსტი წერს, რომ ყაზახეთში რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით მიმდინარეობს.

“ამჟამად, სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადადის რუსეთის საჰაერო -კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით. მისი შემადგენლობიდან წამყვანმა ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება”.- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა აკილბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრმა ქვეყანამ.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება სთხოვა.

ОДКБ-ს წევრი ქვეყნის, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ მიიღო.

“ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, თოყაევის თხოვნისა და ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნასთან, რაც გარე ჩარევითაა გამოწვეული, დაკავშირებით ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, გადაწყვიტა ყაზახეთის რესპუბლიკაში გაგზავნოს ОДКБ-ს კოლექტიური მშვიდობისმყოფელი ძალები”. – თქვა ფაშინიანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img