რუსეთმა, სავარაუდოდ, წყალქვეშა ნავებიდან ლვოვის რეგიონზე სარაკეტო შეტევა დაიწყო. ამის შესახებ საჰაერო სარდლობის „დასავლეთის“ პრესცენტრი წერს.
„15 მაისის დილით, რაშისტებმა შავი ზღვიდან რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს ლვოვის რაიონზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით. საკრუიზო რაკეტები სავარაუდოდ წყალქვეშა ნავებიდან იყო გაშვებული“, – წერს პრესსამსახური.
საჰაერო სარდლობა „დასავლეთის“ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა გაანადგურეს დამპყრობლების ორი საკრუიზო რაკეტა.