უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
„დაახლოებით დილის 5 საათისთვის უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან, ბელარუსის მიერ მხარდაჭერილი რუსული ჯარების მიერ მოხდა“, – ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სასაზღვრო ქვედანაყოფები, სასაზღვრო პატრული, საგუშაგოები. მათ თავს ესხმოდნენ არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით.
ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ თავდასხმა ასევე მოხდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდანაც.