23.11.2024

რუსეთში Facebook-ი და Instagram-ი “ექსტრემიზმის” გამო აკრძალეს

რუსეთში, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Facebook-ი და Instagram-ი “ექსტრემიზმის” ბრალდების გამო აკრძალეს.

ექსტრემიზმში დადანაშაულების მიზეზად დასახელდა 4 500-ზე მეტი მოთხოვნა – სოციალური ქსელებიდან წაეშალათ “ფეიკები”, რომლებიც რუსეთის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდებოდა, ასევე პოსტები, რომლებში იყო მოწოდებები არასანქცირებული შეკრებებისკენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ შეეხება ასევე Meta-ს მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ სოციალურ ქსე WhatsApp-ს.

რუსეთის მოქალაქეები Facebook-ისა და Instagram-ზე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლისთვის არ დაისჯებიან, როგორც ამას რუსულ სამთავრობო მედიებში იუწყებიან.

შეგახსენებთ, რუსეთში Facebook-ი და Instagram-ის ფუნქციონირება უკვე რამდენიმე დღეა შეზღუდულია. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 26 თებერვალს, Facebook-მა რუსეთის სამთავრობო მედიებს რეკლამის გავრცელება და მათ პლატფორმაზე მონეტიზაცია აუკრძალა. ამის შემდეგ მარეგულირებელმა ორგანომ “როსკომნადზორმა” 4 მარტს რუსეთში Facebook-ი დაბლოკა. ამავე ორგანომ Instagram-ს ფუნქციონირება 14 მარტს შეუწყვიტა.

უკრაინაზე თავდასხმის გამო Meta-მ ზოგიერთ ქვეყანას Facebook-სა და Instagram-ზე რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ ძალადობრივ მოწოდებები ნებადართული გახადა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img