23.11.2024

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად თბილისში ჩამოვიდა

მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი, საბჭოთა პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოდის “დაბადების დღეზე საგულაოდ”.

„აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”. აი, ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგულაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.

ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია.“ – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში მოსკოვიდან  აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვიდა, სულ 50 ადამიანი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img