Google’s Threat Analysis Group-ის განცხადების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა ახლახან ნატოსა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების ქსელებში შეღწევა სცადეს, – ამის შესახებ BBC იუწყება.
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კიბერშეტევა რუსეთში დაფუძნებულმა ჯგუფმა Coldriver-მა განახორციელა.
თავდაცვის სამინისტროების ქსელებში შეღწევა ახლად შექმნილი Gmail-ის ანგარიშების გამოყენებით სცადეს.
რუსეთმა კიბერშეტევების განხორციელების შესახებ ბრალდებები უარყო.