2 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე უკრაინის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა გახდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. ინფორმაციას CNN იუწყება.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა დაბომბეს საცავი, რომელშიც ბენზინი და დიზელის საწვავი ინახებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებული ავზებიდან უკრაინულ ჯარებს ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, საწვავი მიეწოდებოდა.
რუსეთმა ასევე, კრემენჩუკის აღმოსავლეთით, პოლტავისა და დნეპრში, „მაღალი სიზუსტის რაკეტებით“ სამხედრო აეროდრომებიც დაბომბა, – დასძინა იგორ კონაშენკოვმა.